ბეირუთის პორტში, სადაც 1 თვის წინ აფეთქება მოხდა, ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ RT იუწყება.
მედიასაშუალების ცნობით, ხანძრის კვამლი პორტიდან 3 კილომეტრშიც კი შეინიშნება.
წითელი ჯვრის ხელმძღვანელის თქმით, ცეცხლი ნაგავს უკიდია. თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარი გაჩნდა იმ ტერიტორიაზე, სადაც საბურავებს ინახავენ.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სამხედროები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 190 ადამიანი დაიღუპა.